LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის მე-16 სკოლაში 8 მოსწავლე შეუძლოდ გახდა – აღებულია წყლის სინჯები

94

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. როგორც “ფორტუნას” განათლების სამინისტროში განუცხადეს, დაახლოებით 8 ბავშვი ცუდად გახდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში მკურნალობენ. გავრცელებული ინფორმაცია მათი ჰოსპიტალიზაციის შესახებ, უწყებაში არ დაადასტურეს.

მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.  როგორც სკოლაში აცხადებენ, ეს, შესაძლოა, სასმელ წყალს უკავშირდებოდეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ წყლის სინჯები უკვე აღებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები