რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს.
ადვოკატ ნიკა გავრამიას განცხადებით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
გვარამია სააკაშვილზე: “უნდა ვნახო, რომ ცოცხალია და არ აქვს დაზიანებები”
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში იძულების წესით გადაიყვანეს.
ცნობისთვის, რუსთავის ციხეში გადაყვანამდე გორის ჰოსპიტალში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. საბა ბრაჭველის ინფორმაციით, სააკაშვილი თავს კარგად არ გრძნობს და დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას მოითხოვს.