LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის მახლობლად მგელმა კაცი დაკბინა

100
Untitled design (1)

რუსთავის მახლობლად, მგელმა მამაკაცი დაკბინა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მგლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა.

საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა კი მედიასაშუალებას განუცხადა, რომ შუახნის კაცმა, სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკას შემთხვევიდან 2-3 დღის შემდეგ მიმართა.

ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არ ფასდებოდა.

“2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამ”. – განაცხადა ექიმმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავის მიმდებარედ, ერთ-ერთ მონასტერთან მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები