LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის კონცერტი და KTW-ს ღვინის დეგუსტაცია ველისციხეში

237

30 ივნისს, ყოველწლიური ხელოვნების ფეტივალი ,,ქართული სული 2017’’-ის ფარგლებში, ველისციხეში, ვასო გოძიაშილის სახელობის თეატრში საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართება. დასაწყისი 16:00 საათზე.

14:00 საათზე KTW-ს ღვინისა და საბრენდე სპირტის ქარხანაში მოხდება ახალი ღვინის დეგუსტაცია. ფესტივალის განმავლობაში ახაშენში მოეწყობა KTW ჯგუფის სასტუმრო „Akhasheni vineyard resort’’-ის მშენებლობის დათვალიერება. ღონისძიების მასპინძელია „ველისციხის ვერანდა“. მის ავთენტურ ეზოში გაიმართება ზეიმი კახური პურ-ღვინით. ღონისძიების ორგანიზატორები წარჩინებულ მოღვაწეებს დააჯილდოვებენ.

ფესტივალს მრავალი საპატიო სტუმარი დაესწრება, მათ შორის ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“, მსახიობები და ესტრადის წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები