რუსთავის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს 4 ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
interpressnews.ge