LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის ავტოდრომი წრიული რბოლის მეორე ეტაპს მასპინძლობს

75

11 ივნისს, რუსთავის ავტოდრომზე, წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი აიღებს სტარტს. საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მრბოლელები სამ სხვადასხვა კლასში ებრძვიან ერთმანეთს – ფორმულა ალფა, ლეჯენდსი და ძარიანი ავტომობილები (ბმვ კომპაქტი და ჰონდა სივიკი)ერთიანობაში რბოლაში ორმოცდაათამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მათგან ყველაზე სწრაფები მნიშვნელოვან ქულებს დააგროვებენ ჩემპიონატის ქულათა სისტემაში.

შეჯიბრში მონაწილეობას ისევ იღებენ უცხოელი მრბოლელები უკრაინიდან, ლატვიიდან და რუსეთიდან.

მეორე ეტაპს სოციალური დატვირთვაც აქვს, ავტოსპორტი ასოცირებულია გზებზე უსაფრთხო მოძრაობის სხვადასხვა კამპანიასთან. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, დათა ქაჯაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” სახეა. ამჯერად, მრბოლელები უერთდებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა პროექტს – “გავხადოთ ჩვენი გზები უსაფრთხო”, რომლის მიზანია ჩქაროსნულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები