რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა იაღლუჯის ფერდობთან მოხდა. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად, 30 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი, ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარიას ხონში ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა