LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა

pjimage-3

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა 2 ლარი გახდა. აქამდე მგზავრობის საფასური 1.50 თეთრი იყო.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს ტარიფი.

„ეს მგზავრთა გადაყვანაზე სანებართვო პირობების დარღვევაა. ტარიფის ზრდა არის თვითნებური. მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც ევალებათ მონიტორინგი, აფიქსირებენ ადგილებზე რომელ მარშრუტზეც ფასია გაზრდილი და მათ მიმართ აუცილებლად გატარდება შესაბამისი სანქციები”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ორი დღის წინ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრობის საფასურის გაზრდაზე ნებართვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფის თვითნებურად გაზრდით იმუქრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები