LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა

30

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების ნაწილის მძღოლები დილიდან გაფიცული არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ძველი რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით, ასევე მე-19 მიკრო რაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მარშრუტზე არც ერთი მიკროავტობუსი არ მოძრაობს.
გაფიცული მძღოლები კომპანია ,,ინტერტრანსისგან” დაწესებული დღიური ნორმის – 65 ლარის 45 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებს მოთხოვნის შესრულებამდე არ დაუბრუნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები