LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ძველი ფასი დაბრუნდა

marshutka

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, დროებით, ძველი ფასი ოფიციალურად დაბრუნდა. გადაწყვეტილება „ინტერტრანსმა“ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაახმოვანა.

მათ საკრებულოს 20 დღიანი ვადა მისცეს, ობიექტური ტარიფის დასადგენად.

მოქალაქეები, რომლებიც გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ, ამბობენ, რომ თუ ფასი კვლავ გაიზრდება, ისინი ქუჩაში კვლავ გავლენ.

აქცია რუსთავის მერიასთან - "თუ გაზრდილ თანხას არ გადავიხდით, მოგვიწევს კონფლიქტში შევიდეთ მძღოლებთან"

ალბათ, სძინავთ და ძილბურანში აკეთებენ მავნებლურ, უაზრო განცხადებებს, როგორიც იყო მაგალითად, ქალაქის მერის განცხადება, რომ არ გადავიხადოთ გაზრდილი ტარიფი.

„გამოიჩინეს კეთილი ნება და მოქალაქეებს დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნა, ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებასთან დაკავშირებით … მათ მერიას მისცეს 20 დღიანი ვადა, რომ მოხდეს ტარიფის ზუსტი დადგენა, ფართო, გამჭირვალე კონსულტაციების ფონზე. ეს არის რუსთაველების მიღწევა. თუ 20 დღის განმავლობაში დავინახავთ, რომ რომელიმე მხარე ხელს უშლის პროცესებს, გამოვალთ კვლავ ქუჩაში!” – აცხადებს აქციების ერთერთი ორგანიზატორი გიორგი გზირიშვილი “ფორტუნასთან”.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე დაესწრო. მან სამუშაო ჯგუფის წევრებს რეკომენდაციები გააცნო და სხდომათა დარბაზი დატოვა. ქალაქის მერმა ტრანსპორტის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს, სატრანსპორტო კოლაფსის შემთხვევაში, ალტერნატიულ სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა. 

რუსთავის მერმა სამარშუტო ტაქსი გააჩერა და მძღოლს ძველი ფასი გაუკრა [ვიდეო]

ფაქტმა სამარშუტო ტაქსის მძღოლის გაღიზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი ტრანსპორტის ფასი 1.50 ლარიდან 2 – 2.50 ლარამდე გაიზარდა. ამ ცვლილებამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. რუსთავის მერიამ, ფასების ზრდას უკანონო უწოდა და მერმა თავად ჩამოხსნა ერთერთი „მარშუტკიდან“ გაზრდილი ფასის აღმნიშვნელი აბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები