რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ორ ქვეითს ტრაილერი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში პოლიტრავმებით შეიყვანეს და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.