LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-სადახლოს ახალი მაგისტრალი გადაადგილების დროს 30 წუთით შეამცირებს

156

რუსთავი-სადახლოს მიმართულებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, 40 კილომეტრიანი მონაკვთის მშენებლობაა დაგეგმილი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, რუსთავი-სადახლოს მიმართულებით, გადაადგილების დრო 30 წუთით შემცირდება.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტირების მოსამზადებლად.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ. აშშ დოლარია.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მომზადება 2017 წლის იანვარში დაიწყება.

უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება კი 2018-2020 წლებშია დაგეგმილი.


საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი (WB) აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.