რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსს, რომელიც ამოტრიალდა, 18 მგზავრი გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.