Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„რუსთავი 2-ის“ უძრავ ქონებას ყადაღა დაედო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2-ის“ უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

81
rustavi 2

„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის უფლებადამცველი კომპანიის „კოჟორიძის და იურისტების“ ცნობით, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ შენობა-ნაგებობებს.

მათივე ცნობით, ამ დრომდე დაყადაღებული იყო ტელეკომპანიის 60%-იანი წილი.

„ჩვენ ასევე ვითხოვდით „რუსთავი 2“-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს“, – აცხადებს კომპანია.

2020 წლის იანვარში სასამართლოში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი პაატა კარსანიძისა და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ისევ შეიტანეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და „რუსთავი 2-ის“ 60%-ს ყადაღა დაედო.

კერძოდ, საუბარია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელზე, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ.

ეს ის სარჩელია, რომელიც კახა კოჟორიძემ დვალი-აქიმიძის სახელით ერთხელ უკვე შეიტანა სასამართლოში, თუმცა პირველ ჯერზე მოსამართლემ ის განუხილველად დატოვა.

ამ საქმეზე განცხადება სასამართლომ 17 იანვარს გაავრცელა. ამის შემდეგ კახა კოჟორიძის თქმით, მათ სარჩელი ხელმეორედ შეიტანეს სასამართლოში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა 2021 წლის 19 მარტს საქალაქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი შეიტანეს. სარჩელი „რუსთავი 2-ის“ გასხვისების აკრძალვაზე სასამართლოს უარს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები