რუსთავი 2-ის ახალი წამყვანები და განახლებული გადაცემები – სამაუწყებლო კომპანია ეთერში ორშაბათიდან ბრუნდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ “კურიერის” გარდა, დილის გადაცემაც დაიწყება.
კარგი, 7 წელი რო დედა მოვი***ნი თქვენთვის, გკიდიათ, მარა სირცხვილი მაინც არ გაქვთ?!
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ში მყოფებს მიმართავს: არ გრცხვენიათ?
მას შემდეგ, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა “კურიერის” პროდიუსერი და რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლა, ტელევიზია ჟურნალისტებისა და წამყვანების ნაწილმა დატოვა. ისინი მოგვიანებით ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ მთავარ არხზე გადავიდნენ.
რუსთავი 2-ს რაც შეეხება, ამის შემდეგ, ტელეკომპანიამ საინფორმაციო და სხვა სახის გადაცემები შეაჩერა, სხვადასხვა არხიდან ჟურნალისტები გადაიყვანა და 23 სექტემბრიდან პირდაპირ ეთერში განახლებული პროგრამით დაბრუნდება.