LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე ყველა დემონსტრანტის უფლება იყო დაცული – მიხეილ ჯანელიძე

212

“რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრანციებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და აბსოლუტური გაუგებრობა იყო ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით,” – ასე უპასუხა ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჯანელიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯი გადადგა.

“რაც შეეხება თქვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, “კვირას ევროპული იდეა დამარცხდაო“. მინდა გითხრათ, რომ რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრანციებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და როცა იყო აბსოლუტური გაუგებრობა ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. დღეს, როცა საქართველომ აჩვენა დემოკრატიული განვითარების მაგალითი, ძალიან მაღალი სტანდარტი, ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის კუთხით. კვირას აბსოლუტურად დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება მომავალში,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები