LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე ისტორიული შენობის ნაცვლად, შესაძლოა, ახალი სასტუმრო აშენდეს

164

თბილისის ცენტრში კიდევ ერთი ახალი შენობის აშენება იგეგმება. არქიტექტურის სამსახური რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის ნაცვლად, სასტუმრო Four season-ის დადგმას განიხილავს.

როგორც “ფორტუნას” არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N12-ში სასტუმროს ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხი დადებითად შეფასდა.

“ესკიზით წარმოდგენილი სიმაღლე ოდნავ აღემატება არსებული შენობის

მოცულობას.

ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს  არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება”, – აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.

დადებითი რეკომენდაცია კი ასე გამოიყურება:

“წარმოდგენილ ესკიზში არსებითი ყურადღება ეთმობა ახალი სასტუმროსთვის განკუთვნილი შენობის სწორ ქალაქგეგმარებით გადაწყვეტას გამზირის ამ მონაკვეთზე. არსებული შენობა დგას გამზირის გასწვრივ და ბევრად აღემატება მიმდებარე ისტორიულ განაშენიანების ხაზს,კვეთს გამზირის ამ მონაკვეთს განივი მიმართულებით თავისი გვერდითი ფასადის სიბრტყით(უკრაინკას) ქუჩის მხრიდან და ხისტი კუთხის შექმნით ანცალკევებს გამზირის პლასტიურ და დინამიურ ფორმას და ხასიათს ამ მონაკვეთში.წარმოდგენილ ესკიზში ხისტი კუთხე შეცვლილია შენობის წრიული ფორმით რაც არბილებს უკრაინკას ქუჩასა და გამზირს შორის ბმას ,აგრეთვე ქმნის არსებითად სხვა დამოკიდებულებას ახალ შენობასა და წინ მდებარე სივრცეს შორის ,რომელიც ქალაქგეგმარებითად მეტად გაიაზრება როგორც სამოედნე სივრცე ვიდრე პერიმეტრული განაშენიანებისთვის განკუთვნილი ადგილი.შენობის მოცულობა გამზირის და უკრაინკას ქუჩის მხარეს ინარჩუნებს ისტორიულ განაშენიანების მაშტაბებს,და მაღალი მოცულობები განვითარებულია ნაკვეთის დიაგონალის მიმართულებით.აგრეთვე მაღალი მოცულობები აქცენტირებულად დაშორებულია ერთმანეთს რაც იძლევა შიდა გახსნილი ეზოს ჩამოყალიბების საშუალებას,და მთლიანი მოცულობის ჰარმონიულ კავშირის დამყარების საშუალებას გამზირთან მიმართებით.წარმოდგენილი შენობის სიმაღლე ოდნავ( 2მ)-ით აღემატება არსებულს,მაგრამ გამზირის მიმართ არის ბევრად ‘ტოლერანტული’ და შერწყმული გარემოსთან.შენობის არქიტექტურა გააზრებულია კლასიკური მოტივაციით მაგრამ თანამედროვე გადაწყვეტით,მოპირკეთება იგივე ტიპის ქვით რაც გამოყენებულია არსებულ შენობაზე”.

პროექტს აპროტესტებს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი. მისი და მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ძველი შენობის დანგრევა არ შეიძლება.

“SOS!! SOS !!!! SOS !!! SOS!! SOS !!!! SOS !!! SOS!! SOS !!!! SOS !!! წარმოუდგენელი ამბავია, წარმოუდგენელიიიიიი!!!!! წინასწარი შეთანხმება პროექტმა ერთხმად!! დაიმსახურა!!!!! საბჭოს 6 წევრმა ერთხმად მოიწონა ეს პროექტი შენიშვნების გარეშეეეე!!!! არქიტექტორის შალვა მიქელაძე

პ.ს. მე მაპატიეთ ნამეტანი საშინელებებს ვდებ ამ ბოლო დროს”, – წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები