12 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, მსახიობ ნიკოლოზ ქაცარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მსახიობი მცირე ხნის წინ გულთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი – ტენორი
მაყვალა ასპანიძე – სოპრანო
ირინე რატიანი – სოპრანო
კონცერტმეისტერი – ნათია ქავთარაძე
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი
ანსამბლი „ბასიანი“
რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები:
მანანა აბრამიშვილი, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, ედმონდ მინაშვილი, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია.
დასაწყისი: 19:00
ბილეთები იყიდება რუსთაველის ეროვნული თეატრის სალაროში და საიტზე biletebi.ge.