LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მიიყვანეს

75
8745142123121

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია. მისივე თქმით, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს გაიყვანენ.

„პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე სიტუაცია დაარეგულიროს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ ორივე მხარესთან საუბარი გვქონდა. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას“, – განაცხადა სირაძემ

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მისამართით ქვებს, კვერცხებს და ბოთლებს ესვრიან.