რუთაველის გამზირზე, პარლემენტის შენობის წინ გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აქციას მართავს. ადგილზე შეკრებილები 14 წლის წინანდელ მოვლენებს და 7 ნოემბერს გაიხსენებენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არავის მისცემენ ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალებას.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორიაზე კი საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
7 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდებიან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”
შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია დაარბიეს.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.