რუსთაველის გამზირზე წუხელ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობისა და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ პარლამენტთან შემდგარ სოლიდარობის აქციაზე დააკავეს.