თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მონაკვეთი დაზიანდა და ასფალტის საფარი ჩავარდა.
ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ფოტო: ფეისბუქგვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს”.