LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს დაკავებული 55 პირი გათავისუფლდა

152
aqciaparlamenttan

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 55 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი პირი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუმცირდა განსაზღვრული სახდელი დროებითი მოთავსების იზოლატორს დღეს დატოვებს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხატია არდაზიშვილის განცხადებით, საპელაციო საჩივრით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულმა 61-მა პირმა მიმართა

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 61 პირის სააპელაციო საჩივარი შევიდა, მათგან რიგ შემთხვევებში სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა, შეამცირა განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი. ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმის წარმოება, ზოგ შემთხვევაში დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა საჩივარი“.

შსს-ს ინფორმაციით 20-21 ივნისის ღამით პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს 305 ადამიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები