Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს“ – რას ჰყვება გინტურთან და დოთიაშვილთან სალოცავზე ასული მესამე პირი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს“ – რას ჰყვება გინტურთან და დოთიაშვილთან სალოცავზე ასული მესამე პირი

529
თამაზ პაპიტაშვილი

მედიასთან გამოჩნდა მესამე პირი, თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც როგორც თავად ჰყვება, ტრაგედიის დღეს ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად სოფელ კირბალში, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა.

ვიდეო: „აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვერ ავალთ, ვიღაცა რომ ავიდეს მიჰყავთ ეგრევე“ – თამაზ გინტურის ბოლო ინტერვიუ

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ის სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოკითხეს. პაპიტაშვილის თქმით,  6 ნოემბერს 5 ადგილობრივთან ერთად სოფლის სასაფლაოზე წინაპრებისთვის პატივის მისაგებად იმყოფებოდა, მან, დოთიაშვილმა და გინტურმა გადაწყვიტეს ლომისის ეკლესიაში მისულიყვნენ და სანთლები დაენთოთ.

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა“ – დავით ქაცარავა ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს

„ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს“ – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი სოფელ კირბალში გადაასვენეს 

თამაზ პაპიტაშვილი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც კარი აჭედილი დახვდათ, მან გადაწყვიტა ადგილი დაეტოვებინა, თუმცა შეესწრო როგორ გახსნა გინტურმა ეკლესიის კარი. ის ჰყვება, რომ სოფელში ჩამოსვლის შემდეგ 3 გასროლის ხმა გაიგო.

„მოდი მოლა, რისი გეშინიაო, და მე ვუთხარი, თედო, არ გრცხვენია, სალოცავი არ დაამტვრიო-თქო. ერთი ეს ვუთხარი, მოვტრიალდი და წამოვედი.

[related_news id=”941081″ align=”left”]

აღარაფერი არ დამინახავს იმის მერე, არც მიმიხედია უკან, რას მივიხედავდი, წამოვედი სოფელში ჩამოვედი. რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს.

გასროლის ხმა, სოფელში რომ ჩამოვედი გავიგონე, მერე სოფელი ავიდა, ვინ ავიდა ვინ არა, არ ვიცი, სამნი ვიყავით, ორი იქ დარჩა, მე წამოვედი“. – ჰყვება პაპიტაშვილი.

ცნობისთვის, ოჯახმა დაასახელა ცხინვალში დისლოცირებული რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებმაც, სავარაუდოდ ეკლესიაში მისული თამაზ გინტური მოკლეს.

„ამბობენ, რომ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მანქანა კი ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულიაო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით“, „რუსებს რა უნდათ აქ?.. 92 წლის კაცი ვარ, სოფელი დავტოვოთ და წავიდეთ?“ – სოფელ კირბალის მცხოვრებლები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ