LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ტურისტებმა თურქეთის სასტუმრო “გამოზიდეს”

60

რუსმა ტურისტებმა თურქეთის სასტუმრო გამოზიდეს. შემთხვევა ქემერში, ერთ–ერთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა და დამსვენებლები პერსონალმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რუსები სასტუმროს დატოვებას ნომრიდან და სამზარეულოდან მოპარული ათობით ნივთით – პირსაწმენდებით, ხალათებით, ალკოჰოლით, აბაზანის ატრიბუტიკით, ხილის ჩანთითა და ათობით თეფშით ცდილობდნენ. თუმცა, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრეს და მოპარული ნივთების დაბრუნება მოუხდათ. ხოლო, დაისჯებიან თუ არა ტურისტები ქურდობის მცდელობისთვის ამას უკვე სასტუმრო გადაწყვეტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები