LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ტურისტებმა სასტუმროდან კონიაკის მოპარვა სცადეს

12

რუსმა ტურისტებმა თურქეთის ერთ-ერთი სასტუმროდან რამდენიმე ლიტრი კონიაკის მოპარვა სცადეს. პორტალ „Mynet”-ის ცნობით, შემთხვევა კურორტ ანტალიაში მდებარე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა.

სამმა ქალბატონმა კურორტზე 10 დღე დაყო და როცა სასტუმროს ტოვებდნენ, ადმინისტრაციამ მათი ბარგის შემოწმება გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ დამლაგებლებმა ტურისტების ოთახში რამდენიმე ნივთი ვეღარ ნახეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დაკარგული – შამპუნი, ჩაის 50 პაკეტი, ხილი, ჭურჭელი და ზოგადად ყველაფერი რისი წაღებაც შეიძლებოდა, სწორედ ქალბატონთა ბარგში იპოვეს. გარდა ამისა, იქვე იყო რამდენიმე ლიტრი კონიაკიც. შედეგად ტურისტებმა ყველაფერი დააბრუნეს, ჯარიმა გადაიხადეს, სასტუმროს ადმინისტრაციამ კი პოლიცია აღარ გამოიძახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები