LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ორი მამაკაცი დააკავეს

122
cms-image-000035521

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ორი მამაკაცის დააკავეს. დაკავებულები დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ორი პირი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებო მისია.

ცნობისთვის, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში დააკავეს 28 წლის მამაკაცი ზაქრო ბუთხუზი. ის ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

დე ფაქტო უშიშროების ცნობით, ბუთხუზს ჯარიმა დაეკისრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები