LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს

100
ing

რუსმა სამხედროებმა პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს.

ფაქტის ამსახველი კადრები “ტელეგრამში” ვრცელდება.

ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს უკრაინის პრეზიდენტიც:

“პოლტავას რეგიონი, კრემენჩუკი.

ოკუპანტებმა რაკეტები გაისროლეს სავაჭრო ცენტრში, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები ცეცხლს ებრძვიან, მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.

ცენტრი რუსეთის არმიას საფრთხეს არ უქმნიდა… არანაირი სტრატეგიული ღირებულება… მხოლოდ ადამიანების მცდელობა, რომ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, ასე აბრაზებს ოკუპანტებს.

რუსეთის მხრიდან ადეკვატურობისა და ჰუმანურობის იმედს აზრი არ აქვს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები