გაეროს კოლონის წასვლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა “აზოვსტალის” ქარხანაზე იერიში განაახლეს.
ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო “ტელეგრამის” საკუთარ არხზე აქვეყნებს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, დონეცკის რეგიონიდან გაეროს კოლონის გასვლის შემდეგ, ოკუპანტებმა დაიწყეს “აზოვსტალზე” შტურმი. კერძოდ კი, ისინი ცდილობდნენ გაერღვიათ ხიდი, რომელიც ევაკუაციის კარიბჭე იყო. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა”, – აცხადებს ანდრიუშენკო.
დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ვიბრძოლებთ, სანამ ამის ძალა გვექნება: “აზოვის” პოლკი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განალხებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში