LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

74
Untitled design (5)

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს.

ინფორმაციას და ფოტომასალას რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პოლიტიკოსი წერს, რომ ქალაქის გარეუბნებში რუსი სამხედროები სხვადასხვა შენობას უხსნიან ცეცხლს:

“ლისიჩანსკი კვლავ მტრის ცეცხლის ქვეშ არის. რუსებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს.

დილით რუსები ქალაქის გარეუბანში ისროდნენ, ახლა ცეცხლს ხსნიან სხვა უბნებში.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ჯერ კიდევ მუშაობს წინა დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად, ახლა კი უკვე სხვა ობიექტები ჩნდება, სადაც ხანძარია ჩასაქრობი, შემდეგ კი შენობების გასუფთავება და ხალხის ძებნა დაიწყოს.

ერთ-ერთი ასეთია საბავშვო ბაღი, რომელიც გასულ წელს გარემონტდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამდენი დაბომბვის გამო მაშველების კატასტროფული დეფიციტია”, – წერს სერგეი გაიდაი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში