რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კოშკურას გარშემო ბადეებს ავლებენ.
ხურვალეთთან, რუსმა ოკუპანტებმა 8 თებერვალს სათვალთვალო კოშკურა დაამონტაჟეს. მათ მძიმე ტექნიკის საშუალებით მიიტანეს ჯიხური, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს.
სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.
წყარო: 1tv