Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი “ურაგანის” რაკეტებით დაბომბეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი “ურაგანის” რაკეტებით დაბომბეს

74
1657904043-6492

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი “ურაგანის” ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“დამპყრობლების ჭურვები ადგილობრივი ბაზრის ადმინისტრაციასა და მაღაზიების შენობებს მოხვდა. ექვსმა მოქალაქემ ნაღმის აფეთქების შედეგად ჭრილობები მიიღო. გარდა ამისა, დაახლოებით ათი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო შენობა განადგურდა ან დაზიანდა და დაიწვა მანქანები”, – ნათქვამია მოხსენებაში.

მედიის ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები