LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსლან სტეფანჩუკი: დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სამხედრო ფრონტზე გამარჯვების წინამორბედია, ვიმედოვნებთ, რომ ევროვიზია 2023-ს უკრაინულ ყირიმში ჩავატარებთ

671
BeFunky-collage (11)

უკრაინის ევროვიზიაში გამარჯვებას სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ეხმაურება.

როგორც სტეფანჩუკი აღნიშნავს, ეს გამარჯვება სამხედრო ფრონტზე გამარჯვების წინამორბედია.

ამასთან, უმაღლესი რადას თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ევროვიზია 2023 ყირიმში ჩატარდება.

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ცნობილია – კონკურსი უკრაინამ მოიგო

“ვულოცავ ჯგუფ Kalush Orchestra-ს და უკრაინას ევროვიზიაში გამარჯვებას. ევროპამ გააკეთა თავისი არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ. ჩვენ ისევ გავაერთიანეთ ცივილიზებული სამყარო. “სტეფანია” – არის მელოდია, რომელიც შიგნიდან ხსნის სხვა სიღრმისეულ სამყაროს, სხივივით მოჩანს იმედით აღსავსე დედის თვალებში, რომელიც ელოდება შვილების დაბრუნებას ომიდან. Save Ukraine, help Mariupil, Azovstal [გადაარჩინეთ უკრაინა, დაეხმარეთ მარიუპოლს, აზოვსტალს] – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რაც უთხრა დედა სტეფანიამ 200 მილიონ მაყურებელს მსოფლიოს მასშტაბით. კალუშ მაგრები ხართ! დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება მუსიკალურ ფრონტზე სამხედრო ფრონტზე გამარჯვების წინამორბედია. ვიმედოვნებთ, რომ ევროვიზია 2023-ს უკრაინულ ყირიმში ჩავატარებთ,” – წერს რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები