რუსკა მაყაშვილმა გადაცემაში „სთორი“ თავისი დის, ნინუცა მაყაშვილის და ბესო ზანგურის რთულ ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა.
რუსკამ აღნიშნა:
„რუსთაველის თეატრის მსახიობებს, სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი, გაჰყავდათ გვერდზე ნინუცა და ეუბნებოდნენ, დაფიქრდი, არ გინდა მასზე გათხოვებაო. ახლა წავიკითხე კომენტარებში, ნინუცა შეიძლება არ იტყუება, მაგრამო… რას ნიშნავს ეს? სანამ არ დაუმტკიცდება, რატომ აბრალებთო?
ასე კონკრეტულად, რომ ნინუცას ურტყამდა, გავიგე, როდესაც ის საბედისწეროდ დაბრუნდა სახლში. ყველას გვიმალავდა. ნინუცა ერთხელ წამოვიდა სახლიდან, თამრიკომ უთხრა, აღარ წახვიდეო… როდესაც ადამიანს ეკითხები, ხელით შეგეხო? და გეუბნება, არაო… რას იზამ? ადამიანი ამბობს გადამჭრელად არას. თან, შვილს ელოდება მისგან. ყველა მხრიდან ვუდგებოდით. ყველაფერი კარგად არისო, გპასუხობდა.
ხომ არ ეშინოდა კი არა, ეშინოდა. ნინუცამ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ილაპარაკა. მაშინაც ძალიან ეშინოდა, როდესაც გადაწყვიტა ამის თქმა. მომწერა და მკითხა. ერთი კვირა ვარწმუნებდი, რომ უნდა ეთქვა. მერე იყო ეს კითხვები, რატომ ამდენი წლის მერე? ამისიც ეშინოდა… ქალები, რომლებიც ასეთ დღეში არიან, მხოლოდ ამიტომ ვერ იღებენ ხმას. ბესო გამოვიდა და თქვა ერთ-ერთ გადაცემაში და თქვა, რომ არის კარგი მამა და იყო კარგი ქმარი. ჩემს დას ვკითხე, უსმენ, რას ლაპარაკობს-მეთქი? არ არის ეგრე. ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ბევრმა ადამიანმა. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ნინუცა ასეთ მდგომარეობაში იყო… ბესო მასზე ძალადობდა ფსიოლოგიურადაც. ძალიან ნიჭიერი კაცია, საოცრებებს იგონებდა, მანიპულატორია.
როდესაც ბესო მოვიდა ჩვენთან და თქვა, რას ამბობთ, თითი არ დამიკარებიაო, მანდ ძალიან დიდი კონფლიქტი იყო, პირადად ჩემი მხრიდან… შეიძლება ითქვას, მეც ვიძალადე… მაგრამ მოძალადეზე ძალადობა მაგ მომენტში აფექტის მდგომარეობიდან გამომდინარეობდა. თეატრში გვქონდა კიდევ ერთი დიდი კონლფიქტი. ავდექი და ჩავარტყი ტაფა თავში!.. და დედაჩემმა გამომიშვა ოთახიდან. მე აქ ვიქნები და დაველაპარაკებიო… ტაფა არა, სავარცხელი, უკაცრავად. თმას ვივარცხნიდი ისტერიკულად. ბესო ამბობდა, ნინუცა იტყუებაო…
ნინუცა სახლში რომ იყო 4-5 წელი ღრმა დეპრესიიდან, სულ ეძინა, ლოგინიდან არ დგებოდა, 24 საათი ეძინა, ხალხო… ძალიან გახდა, სულ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა… ახლა ვიღაცებმა დასვეს კითხვა, ათი წელი სად იყოო… ლოგინში იწვა და ეძინა. სიმართლის თქმა დაეხმარა და სულ სხვა ადამიანად იქცა…“