„ურუსკესი შოუ“ – ასე ჰქვია ახალ თოქშოუს, რომელიც „ენბისის“ ელენ დეჯენერესის შოუს ანალოგი იქნება და მას „რუსთავი 2“-ზე ვიხილავთ, წამყვანი კი ცნობილი მსახიობი, რუსკა მაყაშვილი იქნება.
როგორც ანონსიდან შევიტყვეთ, ეს იქნება ყველაზე ფერადი, მხიარული და გასართობი გადაცემა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ზე რუსკა მაყაშვილს ამ დრომდე სხვა თოქშოუ მიჰყავდა, რომელიც დაიხურა და რუსკამ მალევე ახალ გადაცემაში გადაინაცვლა.