LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ტელეწამყვანი ვიქტორია ბონია კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან გააძევეს

13381
viktoria

რუსი ბლოგერი და ტელეწამყვანი ვიქტორია ბონია კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან გააძევეს. მიზეზი, ტელეწამყვანის პროვოკაციული ლუქია. ის მამაკაცის ფორმაში, სახეზე ულვაშით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან და ხელში პლაკატი ეკავა. პლაკატს ამშვენებდა წარწერა, „ომი არ იქნებოდა, კაცები რომ ბავშვებს აჩენდნენ“.
კინოფესტივალის ჟიურიმ ჩათვალა, რომ რუსი წამყვანის ეს გამოსვლა ზედმეტად პროვოკაციული და თემას აცდენილი იყო, ამიტომ ბონიამ ფოტოების გადაღება მხოლოდ გარე პერიმეტრზე შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები