საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 29 სექტემბერს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.
“ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს,”- წერს ლომჯარია.
https://www.facebook.com/nino.lomjaria.1/posts/10155791218971347
ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ არა 2-თვიანი, არამედ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სამი არასრულწლოვნის დედა, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს.