რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 29 წლის დავით ჩალაური გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმმა გათავისუფლებული ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
დავით ჩალაური რუსმა სამხედროებმა დღეს დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაძლოა, გზა აებნა.
გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ, რის შემდეგაც საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.