LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სამხედროები სოხუმის აეროპორტში განაღმვით სამუშაოებს ატარებენ

109
რუსი განმაღმველები

აფხაზური მხარის ცნობით, სოხუმის აეროპორტში, რუსმა სამხედროებმა განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აეროპორტს უკვე ჰყავს პოტენციური ინვესტორი, რომელიც მის ასაშენებლად 120 მილიონ რუბლის 1 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი ინვესტიციას განახორციელებს.

რუსული გამოცემა TASS წერს, რომ სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, დაკეტილია და არ ფუნქციონირებს.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქის საინჟინრო-სამეურნეო განყოფილების სამხედრო მოსამსახურეები, აფხაზეთში სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიის განაღმვის ამოცანების შესასრულებლად ჩავიდნენ.

ობიექტები მოეწყო აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მომართვის საფუძველზე, რომელიც თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვის სახელზე იყო,“- ნათქვამია შეტყობინებაში, რომელსაც გამოცემა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საინჟინრო-საასპარეზო ნაწილის სამხედროებმა ხანკალიდან გუდაუთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკით მსვლელობა მოაწყვეს. ამ დროისთვის სპეციალისტები რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არიან განლაგებული. ისინი აეროპორტის ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან გაწმენდას მოსამზადებელი ღონისძიებების შემდეგ დაიწყებენ.

როგორც გამოცემა წერს, აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის საკითხი გასული წლის ნოემბერში სოჭში, რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრაზე განიხილეს.

ფოტო: სოხუმის აეროპორტი

მანამდე ბჟანია იტყობინებოდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას 4,5 მილიარდი რუბლი დასჭირდება. მისი განცხადებით, ეს არის საჰაერო ტერმინალის კომპლექსი, საჰაერო მოძრაობის კონტროლი, საავიაციო უსაფრთხოების სამსახური და საწვავის შევსების კომპლექსი. მიმდინარე წლის სექტემბერში აფხაზეთის ეწ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე აეროპორტის აღდგენის საპროექტო სამუშაოები მზად იქნება.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ რუსეთიდან დაბრუნებულმა, ასლან ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ 2024 წლამდე აფხაზეთის ხელისუფლება აეროპორტის ამუშავებას გეგმავს.

ცნობისთვის აფხაზეთის დედაქალაქიდან 18 კილომეტრში გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში მდებარე აეროპორტი ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით არ ფუნქციონირებს.

საბჭოთა პერიოდში ტერმინალი ზაფხულში დღეში 5000-მდე, ზამთარში კი 1000-მდე მგზავრს ემსახურებოდა. სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 3,6 კმ-ია, რაც იძლევა პრაქტიკულად ყველა ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავის მიღების საშუალებას როგორც ზღვიდან, ასევე მთიდან.

ფოტოზე: რუსი გამნაღმველები სოხუმის აეროპორტში/Русский мир
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები