რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორმა, გაზის გამანაწილებელმა სადგურმა Сохрановка-მ დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინის ბუნებრივი აირის სისტემის ოპერატორი კომპანია ავრცელებს.
ინფორმაციაში წერია, რომ ფორსმაჟორული გარემოებების გამო, შეუძლებელია გაზის ტრანსპორტირება გამანაწილებელი სადგური სოხრანივკიდან და სადგურ ნოვოფსკოვიდან, რომლებიც ლუგანსკის რეგიონში მდებარეობს.
უკრაინული ოპერატორის ცნობით, ევროპაში გაზის ტრანზიტისთვის და „ხელშეკრულების პირობების მიხედვით“ შესაძლებელია მიუწვდომელი სიმძლავრეების დროებით გადატანა სხვა შესასვლელ პუნქტში, „სუჯაში,“ რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამის საპასუხოდ „გაზპრომმა“ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს წინა რეჟიმში მუშაობის გასაგრძელებლად და ფორსმაჟორულ გარემოებებზე უკრაინისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია.
ცნობისთვის, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის 24% სოხრანოვკაზე, დანარჩენი 76% კი სუჯაზე გადის. ნოვოფსკოვის სადგურიდან ევროპას რუსული იმპორტირებული გაზის თითქმის ერთი მესამედი მიეწოდება.