საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის ალან მარღიშვილი და 22 წლის გიორგი ჩიტიშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცი 13 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.