ბრიტანელი ოლიგარქის რუსი ცოლი, კრისტინა სისოევა, რომელიც მონაწილეობდა რეალითი შოუში Meet the Russians, ამბობს, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო ფეიერვერკის ნახვა ვერ შეძლო, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Lenta.ru ავრცელებს.
„მივდიოდით ზეიმზე, რომ საფრანგეთისთვის მხარი დაგვეჭირა. იახტაზე ვიყავით, ძლიერი შტორმი იყო და დიდი ტალღები მოდიოდა. ვცდილობდით, სენ-ტროპეში ფეიერვერკის სანახავად მივსულიყავით. როცა მივუახლოვდით, გვითხრეს ეს საშინელება. ისეთი უბედურება იყო, შოკში ვარ. ფრანგები საშინლად გლოვობენ. ვერც ფეიერვერკი ვნახეთ, ვერაფერი, შოკში ვართ, უბრალოდ,“ – განაცხადა 35 წლის სისოევამ.
ამასთან, ოლიგარქის ცოლი ამბობს, რომ ვილაში იმყოფება, დაცვა ჰყავს და „მადლობა ღმერთს, კარად არის“.
სისოევა ბრიტანულ შოუში Meet the Russians 2013 წელს მონაწილეობდა, გადაცემაში აჩვენებდნენ, როგორ ცხოვრობენ ლონდონში მდიდარი რუსები.