LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ჯარისკაცები ქართველების ეზოში – ქაცარავა მომხდარის დამადასტურებელ ფოტოს ავრცელებს

617
page

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა ხურვალეთში რუსი ჯარისკაცების გადმოსვლის ფაქტის დამტკიცებას ცდილობს. ის ავრცელებს ფოტოს, რომელიც მისი თქმით, 15 მარტს ხურვალეთში, ხუროშვილის ეზოშა გადაღებული.

„ხურვალეთი.15.03.2019.

ხუროშვილის ეზო. სახლი, რომელიც სურათში ჩანს, უწოდებენ გუცაევის სახლს.

პატივცემულო ტროლებო, რუსეთუმეებო, სანამ დაიწყებთ დატროლვას და მიზეზების მოჩხრეკას, აბა ეს ლოკაცია როგორ დავადგინოთ, იიი, ფოტოშოპია, მართლა ხურვალეთია თუ არა და ა.შ., კითხეთ თქვენს პატრონებს, კომპეტენტურ პასუხებს გაგცემენ. არ გაისარჯოთ. არ ინერვიულოთ. ესაა ის, რის გამოც მატყუარას და დეზინფორმატორს გვიწოდებდით.

მეგობრებო!!!

გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ რუსები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, ხუროშვილი-ბატონისაშვილის ბაღებში.

ხურვალელებო!

გული მტკივა, რატომ იკადრეთ ტყუილი?

პ.ს. ეს იყო ლუდა სალიას სიზმარი…“ – წერს ქაცარავა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2427414067283322&set=a.181395005218584&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები