LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი გენერლების გეგმის მიუხედავად, მათ არმიას ცოცხალი ძალა ეწურება და საომარ მოქმედებებში ჩართვის სანაცვლოდ, მოხალისეებს თვეში $300-ს სთავაზობენ: კიევი

280
zzzz

„რუსი გენერლების გეგმის მიუხედავად, მათ არმიას ცოცხალი ძალა ეწურება და საომარ მოქმედებებში ჩართვის სანაცვლოდ, მოხალისეებს თვეში $300-ს სთავაზობენ“, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მიერ ტელეგრამარხზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი განმარტებით, რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში, 20,000 უცხოელი მოხალისის ჩართვას გეგმავს სირიიდან, ლიბიიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან.

„რეალურად, ამ „მესამე სამყაროს ქვეყნების“ მოსახლეობისთვის, ომში მონაწილეობა, ფაქტობრივად, ერთადერთი შანსია ევროპაში მოხვედრისთვის. ბოლოს და ბოლოს, თუ დანებდებიან, ევროკავშირში აღმოჩნდებიან. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ჰგონიათ, რადგან ევროპაში მოხვედრამდე, „მოხალისე მებრძოლებს“ ჯერ ის დასჭირდებათ, რომ უკრაინაში გადარჩნენ“, – აღნიშნულია ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები