LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი დიპლომატების გაძევებას 20 ევროპული ქვეყანა აპირებს

37

დაახლოებით 20 ევროპული ქვეყანა ემზადება რუსი დიპლომატების გასაძევებლად, რომლებიც ე.წ. რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან არიან კავშირში. ეს დიდი ბრიტანეთისთვის გამოხატული ერთგვარი სოლიდარობაა. ბრიტანეთი კი მოსკოვს დაზვერვის ყოფილი ოფიცრის და მისი შვილის მოწამვლაში ადანაშაულებს.

გაძევების პროცესი 26 მარტს დაიწყება.

გამოცემის მტკიცებით, ამ აქციაში ჩართულია საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ ცხრა ქვეყანა.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები