LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი დეპუტატის ინფორმაციით, დამასკოში ასადისა და მისი მთავრობის მხარდამჭერი გამოსვლები მიმდინარეობს

87

სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და მისი მთავრობის მხარდამჭერი გამოსვლები მიმდინარეობს, – ამის შესახებ დამასკოში მყოფმა რუსმა დეპუტატმა დიმიტრი ბელიკმა განაცხადა.

„ჩვენ დამასკოს ცენტრში ვიმყოფებით. ხალხი დროშებით მოედანზეა გამოსული. ქუჩებში ავტომობილები დროშებით და ეროვნული სიმღერების თანხლებით გადაადგილდებიან. ამით ისინი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან განხორციელებული აგრესიისადმი საკუთარ ზიზღს და აღშფოთებას გამოხატავენ“, – განაცხადა ბელიკმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები