ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე კონანიხინი ვლადიმირ პუტინის დასაჭერად ჯილდოს აწესებს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ის, ვინც პუტინს დაიჭერს 1 მილიონ დოლარს მიიღებს.
ის რუსეთის სამხედრო ოფიცრებს მოუწოდებს, პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ.
ბიზნესმენმა დაპირების შესახებ სოციალურ მედია “ლინკდინზე” გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა და გადაწყვეტილებას უწოდა “მორალური მოვალეობა”, რომელიც უბიძგებს მიიღოს ზომები და დაეხმაროს უკრაინას არაპროვოცირებული თავდასხმის შემდეგ.
“გპირდებით, რომ გადავუხდი 1 მილიონ დოლარს ოფიცრებს, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას დააპატიმრებენ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობით.
პუტინი არ არის რუსეთის პრეზიდენტი, რადგან ის ხელისუფლებაში მოვიდა ქვეყანაში მრავალსართულიანი სახლების აფეთქების სპეცოპერაციის შედეგად, შემდეგ კი დაარღვია კონსტიტუცია თავისუფალი არჩევნების წართმევით და და ოპონენტების მკვლელობებით.
მე გავაგრძელებ უკრაინის დახმარებას მის გმირულ ძალისხმევაში – გაუძლოს პუტინის ურდოს შემოტევას”, – აცხადებს ბიზნესმენი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.