რუსეთში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ბაშკირეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ თავშესაფარში მოხდა.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში განაცხადეს, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შენობაში 16 ადამიანი იმყოფებოდა, ხუთმა მათგანმა მეხანძრეების მისვლამდე შეძლო შენობიდან გამოსვლა.
ფაქტზე გამოძიება, უკვე, დაწყებულია.