რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 808 ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას ОВД-Инфо ავრცელებს. მედიის ცნობით, მომიტინგეთა დაკავებები 37 ქალაქში დაფიქსირდა.
მათ შორის, მოსკოვში – როგორც მინიმუმ 303 დაკავებული, სანქტ-პეტერბურგში – 279, ეკატერინბურგში – 40, პერმში – 22, უფაში – 22, კრასნოიარსკში – 19, კრასნოდარში – 14, ჩელიაბინსკში – 13, ვორონეჟში – 13, ირკუტსკში – 9, არხანგელსკში – 8, სარატოვში – 8, ექვს-ექვსი – კოროლიოვში, ნოვოსიბირსკსა და იაკუტსკში, პეტროზავოდსკში – 5, ოთხ-ოთხი – რიაზანსა და ულან-უდეში, სამ-სამი – ჟელეზნოგოსკსა და ტულაში, ორ-ორი – იჟევსკში, სამარაში, სალავატსა და ტომსკში, თითო-თითო – ტიუმენში, ვოლგოგრადში, ყაზანში, ივანოვოში, სიკტივკარში, ვოლოგდაში, ნიჟნი ნოვგოროდში, კალუგაში, ვიატსკიე პოლიანაში, სურგუტში, ბელგოროდსა და სმოლენსკში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.