რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9-სართულიანი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცვი 6-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშვებულია 10-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
9-სართულიანი კორპუსის სხვა სადარბაზოებიდან უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ცნობით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის მილების აფეთქებამ გამოიწვია.